ბულგარეთში ბოლო სამ თვეში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბულგარეთში ბოლო სამ თვეში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბულგარეთში ბოლო სამ თვეში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ მთავრობის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსი 3 502 ადამიანს დაუდასტირდა, 132 პაციენტი კი გარდაიცვალა.

როგორც „გარდიანი“ წერს, ქვეყნის ზოგიერთი ქალაქის საავადმყოფოებში გადაუდებელის გარდა, სხვა სახის ოპერაციები აკრძალულია.

რეგიონული ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, დაიხუროს სკოლები, სპორტ-დარბაზები, რესტორნები და სავაჭრო ცენტრები.