ბულგარეთმა დღეიდან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა
ბულგარეთმა დღეიდან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა

ბულგარეთმა დღეიდან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პირველი აგვისტოდან ბულგარეთში აღარ შეუშვებენ ტურისტებს, ვისაც შენგენის ზონაში მოგზაურობის აკრძალული აქვთ.

როგორც ძალოვან უწყებაში განმარტეს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით ამ მოთხოვნას შენგენის ზონის საინფორმაციო სისტემასთან მიერთებულმა ყველა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. ბულგარეთში ეს სისტემა მოქმედებს, თუმცა თავად ქვეყანა შენგენის თავისუფალის გადაადგილების ზონის წევრი არ არის.

როგორც ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, შეზღუდვები ასევე შეეხება მესამე ქვეყნის იმ მოქალქეებს, ვისაც შენგენის ზონაში სხვადასხვა დანაშაული აქვს ჩადენილი. მაგალითისთვის, არ აქვს გადახდილი ჯარიმა.

დატოვე კომენტარი