ბულგარეთისა და საბერძნეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება მოხდა

13:51, 27.07.2020

ბულგარეთისა და საბერძნეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება მოხდა. აფეთქება დასახლება კულატას სიახლოვეს მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ავარიის გამო საბერძნეთში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია. ამჟამად ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აფეთქება სავარაუდოდ ამორტიზებულმა გაზის მილებმა გამოიწვია. ბოიკო ბოირსოვის თქმით, საბერძნეთში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

მსგავსი