ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპა კვებავდა მონსტრს, რუსეთის აგრესია დაიწყო არა უკრაინაში, არამედ საქართველოში 2008 წელს
ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპა კვებავდა მონსტრს, რუსეთის აგრესია დაიწყო არა უკრაინაში, არამედ საქართველოში 2008 წელს

ევროპა კვებავდა მონსტრს. რუსეთის აგრესია დაიწყო არა უკრაინაში, არამედ საქართველოში 2008 წელს, – ამის შესახებ ბულგარეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახრიევამ ბაქოს მეათე გლობალურ ფორუმზე განაცხადა.

როგორც ეკატერინა ზახრიევამ აღნიშნა, პუტინის ყველაზე მძლავრი იარაღი იყო ევროპის საკუთარ ენერგიაზე დამოკიდებულება.

„2022 წელს ევროპამ გამოიღვიძა. ამ ომის დაწყება იყო ცივი შხაპის ეფექტი ევროპისთვის. აზერბაიჯანი ბულგარეთისთვის დივერსიფიკაციის კუთხით წამყვან როლს თამაშობს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულ შეთანხმებას. ჩვენ ბევრი ინვესტიცია განვახორციელეთ და ახლა ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი ბულგარეთში აზერბაიჯანიდან მოდის ტრანსკასპიური მილსადენით“, – განაცხადა  ეკატერინა ზახრიევამ.