ბულგარეთის ვიცე-პრემიერი – მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოში პოლიტიკურ შეთანხმებას
მტკიცედ ვუჭერთ მხარს პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოში, – ამის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამ განაცხადა.
„ამ შეთანხმების ამოქმედება გზას გაუხსნის რეფორმების გაგრძელებას, ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ ასოციაციას და ეკონომიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.
საქართველოში შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პოლიტიკური პარტიების ნაწილმა 19 აპრილს მოაწერა ხელი.
Strong support for the political agreement in 🇬🇪. Its implementation will open the door for further progress in the reforms process and the political association and economic integration with the 🇪🇺 @eucopresident @DZalkaliani pic.twitter.com/tTVyIpIVyw
— Ekaterina Zaharieva (@EZaharievaMFA) April 21, 2021