ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას

18:31, 01.12.2021

ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვეტლან სტოევი წერს.

ბულგარელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში მოკლედ შეაჯამა რიგაში გამართული ნატო-ს მინისტერიალის მეორე დღე.

„ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. დასავლეთ ბალკანეთში ნატო-სა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო. სხვა განხილულ საკითხებს შორის იყო ავღანეთიდან გამოტანილი გაკვეთილები“, – წერს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი