ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა პოსტი დატოვა
ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ბორისლავ მიხაილოვმა პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა იმ რასისტული სკანდალის გამო, რომელიც ბულგარეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის (0:6) დროს მოხდა.
მსაჯი პირველ ტაიმში იძულებული გახდა შეეწყვიტა შეხვედრა ბულგარელი გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეურაცხყოფების გამო, რომელიც მიმართული იყო ინგლისელთა შავკანიანი ფეხბურთელების – რაჰიმ სტერლინგისა და ტაირონ მინგსის წინააღმდეგ. ფანები უსტვენდნენ და სპეციფიკურ ხმებს გამოსცემდნენ ყოველთვის, როცა ეს ფეხბურთელები ბურთს იღებდნენ.
„მიხაილოვის პოზიცია – ეს არის იმ დაძაბულობის შედეგი, რაც ბოლო დღეებში შეიქმნა. ამგვარი სიტუაცია დიდ ზარალს აყენებს ბულგარულ ფეხბურთსა და ბულგარეთის საფეხბურთო კავშირს. ამ პოსტზე გატარებული მრავალი წლის შემდეგ, მიხაილოვი გამოთქვამს მზადყოფნას – მომავალშიც შეუწყოს ხელი ბულგარული ფეხბურთის განვითარებას“, – წერის ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.
მიხაილოვის გადადგომის შემდეგ, პოლიციამ რეიდი ჩაატარა ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ოფისში.