ბულგარეთის პრემიერი - ბულგარეთის მხრიდან უკრაინაში არ გაგზავნილა MIG-16 და მცირე რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობაც კი
ბულგარეთის პრემიერი - ბულგარეთის მხრიდან უკრაინაში არ გაგზავნილა MIG-16 და მცირე რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობაც კი

მედია ავრცელებს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის პასუხს შეკითხვაზე, გაიგზავნა თუ არა ბულგარეთიდან უკრაინაში „მიგ-16“ ტიპის თვითმფრინავები.

„ძალიან მოხარული ვიქნები, ბულგარეთს, რომ ჰყავდეს მფრინავი MIG-16; რომ გვყავდეს, თავად შევძლებდით საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვას. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის არ გვყავს. ამიტომ ეს ინფორმაცია არ არის მართალი. ბულგარეთის მხრიდან უკრაინაში არ გაგზავნილა მცირე რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობაც კი“, – აცხადებს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი.