ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი უპილოტო საფრენი აპარატით თვალთვალში დაადანაშაულა
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი უპილოტო საფრენი აპარატით თვალთვალში დაადანაშაულა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა პრეზიდენტი უპილოტო საფრენი აპარატით თვალთვალში დაადანაშაულა. ამის შესახებ განცხადება ბოიკო ბორისოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ინტერნეტში მის საძინებელში გადაღებული ფოტოები გავრცელდა.

სურათებზე ჩანს, რომ ბოიკო ბორისოვს საძინებელში პისტოლეტი უდევს, ხოლო კარადაში 500-ევროიანი ბანკნოტები და ოქროს ზოდები ჩანს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფოტოები მისმა ოპონენტებმა გაავრცელეს, რომლებიც ბულგარეთში ერთიანი ევროპის ვალუტის შემოღებას ეწინააღმდეგებიან.

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი პრემიერ-მინისტრის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.