ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი კორონავირუსით დაინფიცირდა
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი კორონავირუსით დაინფიცირდა. ბულგარეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერი სახის მკურნალობისთვის სახლში დარჩება, როგორც ამას ექიმები ურჩევენ.

მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, ბორისოვს თავისი მოვალეობის შესრულება შეუძლია და მუდმივ კონტაქტშია მინისტრებთან.

23 ოქტომბერს, ბოიკო ბორისოვი და კაბინეტის სამი მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდნენ მას შემდეგ, რაც კონტაქტი ჰქონდათ ერთ-ერთი მინისტრის მოადგილესთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა, კოსტადინ ანგელოვმა განაცხადა, რომ იგი თვითიზოლაციაშია, რადგან იგი ბორისოვს 23 ოქტომბერს შეხვდა.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბულგარეთში, ისევე როგორც ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანაში, ახალი ინფექციების მკვეთრი ზრდაა.

25 ოქტომბერს ქვეყანაში 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.