ბულგარეთის პარლამენტმა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში საარჩევნო უბნების შემცირებას მხარი დაუჭირა, მიზეზად უცხოეთში მცხოვრები ბულგარელების შიდა პოლიტიკურ პროცესებზე არასათანადო ინფორმირებულობა დასახელდა
ბულგარეთის პარლამენტმა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში საარჩევნო უბნების რაოდენობის შემცირებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ბულგარული მედია წერს.
საარჩევნო უბნების რაოდენობა 20-მდე შემცირდება. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბულგარეთი საარჩევნო უბნების რაოდენობას ამცირებს, არიან თურქეთი, აშშ და გაერთიანებული სამეფო.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უცხოეთში მცხოვრები ბულგარელები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ასევე, ცვლილება დაკავშირებულია ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან, რომლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ცნობილია, ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აპრილის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.