ბულგარეთის ნაკრების თავდამსხმელი - საქართველოს ყოველთვის ჰყავდა კარგი ფეხბურთელები, მაგრამ მჯერა, რომ გავიმარჯვებთ #1TVSPORT
ბულგარეთის ეროვნული ნაკრებისა და პლოვდივის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა დიმიტარ ილიევმა საქართველოსთან მაოხლოებული ტესტ-მატჩის მნიშვნელობაზე ილაპარაკა, რომელიც დღეს სოფიაში უნდა გაიმართოს. „ლოკომოტივის“ კაპიტანმა პლოვდივმა აღიარა, რომ ფეხბურთელებიკარგ ხასიათზე არიან.
„ევროპის ჩემპიონ იტალიასთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ და ლიეტუვასთან გამარჯვებამ გუნდში განწყობა გააუმჯობესა. როდესაც ორ ოფიციალურ მატჩში 4 ქულას მოვიპოვეთ, ყველაფერი უფრო პოზიტიურია და ახალ თამაშსაც უკეთეს ხასიათზე ვხდებით. თქვენ იცით, რა შედეგები გვქონდა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ წინ მშვენიერი თამაშები გველის“, – განაცხადა დიმიტარ ილიევმა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა.
„უახლოესი მატჩი საქართველოსთან დაპირისპირებაა, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა კარგი, ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს ამწვავებენ. ამის მიუხედავად ვიმედოვნებ, რომ ბულგარეთის ნაკრები საუკეთესო სახით გამოჩნდება და გავიმარჯვებთ“.
ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა ლიეტუვასთან მატჩის მეორე ნახევარში დიმიტარ ილიევს ეროვნული ნაკრების სამკლაური ჩააბარა, რომელიც 32 წლისაა და ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 2020 წლიდან იწვევენ. მწვრთნელის თქმით, დღეს, პლოვდივის „ლოკომოტივის“ კაპიტანი საქართველოს ნაკრებთან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.
ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება 8 სექტემბერს სოფიას ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.