ბულგარეთის მთავრობისა და ეკლესიის გადაწყვეტილებით, თანხა, რომელიც ქვეყანაში იერუსალიმიდან ცეცხლის ჩასატანად უნდა გამოყოფილიყო, კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება
ბულგარეთის მთავრობისა და ეკლესიის გადაწყვეტილებით, თანხა, რომელიც ქვეყანაში იერუსალიმიდან ცეცხლის ჩასატანად უნდა გამოყოფილიყო, კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება

ბულგარეთის მთავრობისა გადაწყვეტილებით და ეკლესიის გადაწყვეტილებით, წელს იერუსალიმიდან ცეცხლს ბულგარეთში არ ჩაიტანენ.

პატრიარქ ნეოფიტეს კურთხევით, ყველა ის ხარჯი და ფინანსი, რაც ამ მიზნით უნდა გაღებულიყო, ჯანდაცვის სამინისტროსა და კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს გადაეცემა.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, ბზობის დღესასწაულზე არ დარიგდება პალმის რტოები, ბზა და ყვავილები.

ამასთან, ბულგარეთის მთავრობამ გასცა ნებართვა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბოროსიოვის განცხადებით, ის თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ აღდგომას ტაძრები დახუროს, მაგრამ ზომები უმკაცრესი იქნება. ამასთან, ჯერ კიდევ არაა დადგენილი მხოლოდ სასულიერო პირებისთვის გაიხსნება ეკლესიები აღდგომას თუ მორწმუნენიც შეძლებენ ლიტურგიაზე დასწრებას.