ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე გარდაიცვალა
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე გარდაიცვალა.

ბულგარეთის საპატრიარქოს ცნობით, მისი უწმინდესობა, ბულგარეთის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში გარდაიცვალა.

ნეოფიტე პატრიარქის ტახტზე 2013 წელს ავიდა. მან შეცვალა პატრიარქი მაქსიმე, რომელიც ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 1971-დან 2012 წლამდე ედგა სათავეში.