ბულგარეთის დედაქალაქში სპეცოპერაციისას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სახელმწიფო მოხელეების დაჯგუფება დააკავეს
ბულგარეთის დედაქალაქში სპეცოპერაციისას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სახელმწიფო მოხელეების დაჯგუფება დააკავეს

ბულგარეთის დედაქალაქში საიდუმლო სპეცოპერაციის დროს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სახელმწიფო მოხელეების დაჯგუფება დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სულ დაპატიმრებულია ექვსი პირი. კიდევ ერთი კი, იძებნება.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ქვეყნის სამხედრო დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი. გამოძიების ცნობით, მან გადაიბირა პირები, რომლებიც რუსეთს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას ბულგარეთის, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ჩხრეკა ჩატარდა სოფიის სამხრეთით მდებარე რაიონებში განლაგებულ რამდენიმე ბინაში. დაკავებულების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეები არიან. დაპატიმრებულებს შორის არის ჯგუფის ხელმძღვანელის მეუღლე, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა, ბულგარეთი და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ჯაშუშები საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ რუსეთის საელჩოს სწორედ მისი შუამავლობით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბოლო ექვს თვეში ბულგარეთიდან რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული ექვსი პირი გააძევეს. ისინი დიპლომატებად მუშაობდნენ და ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ.