ბულგარეთი-საქართველო პირველ არხზე - ექსპერიმენტის მოლოდინში [ვიდეო] #1TVSPORT
ბულგარეთი-საქართველო პირველ არხზე - ექსპერიმენტის მოლოდინში [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები სექტემბრის მატჩებს ბულგარეთთან ვასილი ლევსკის სტადიონზე ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. შეხვედრა 8 სექტემბერს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ. დაპირისპირება ბულგარეთმა 6:2 მოიგო.

 

ბულგარეთი

მასპინძლები მატჩს შესარჩევი თამაშების შემდეგ მშვენიერი განწყობით ხვდებიან, რადგან ბულგარეთმა მოულოდნელად სტუმრად ევროპის ჩემპიონ იტალიასთან 1:1 ითამაშა, ხოლო შინ ლიეტუვა 4:1 დაამარცხა.

მასპინძლები საქართველოს ნაკრებს შესუსტებული შემადგენლობით ეთამაშებიან – ბულგარეთის ნაკრების ორი საკვანძო მოთამაშე, ვალენტინ ანტოვი და კრისტიან მალინოვი, მსოფლიო შესარჩევი თამაშების შემდეგ ამხანაგური მატჩში მონაწილეობისგან გაატავისუფლეს, ისევე როგორც კირილ დესპოდოვი, ანტონ ნედიალკოვი, ივან ტურიცოვი და გიორგი იომოვი. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა თქვა, რომ ის შანსს მისცემს მოთამაშეებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ წინა მატჩებში ან ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ და რომ სასტარტოს 11 მოთამაშიდან 9-ს შეცვლის. თავდასხმაში კი პლოვდივის „ლოკომოტივის“ 32 წლის ვეტერანი, დიმიტარ ილიევი ეყოლება.

ბულგარეთის შესაძლო შემადგენლობა:

ნაუმოვი, ტურეცოვი, პოჟიკოვი, ანტოვი, ნედიალკოვი, კოსტდინოვი, ჩუჩევი, იანკოვი, დილევი, ილიევი, კირილოვი.

 

საქართველო

საქართველოს ნაკრები თამაშს განსხვავებულ მდგომარეობაში ხვდება. 9 წელია, გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ვერ იგებს.

ამჯერადაც პირველ ხუთ მატჩში მათ მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. საბერძნეთთან ფრე მარტში წარსულია – „ჯვაროსნებმა“ ბოლო სამ მატჩში რვა გოლი გაუშვეს და გოლი ვერ გაიტანეს. ესპანეთი იყო უკანასკნელი, რომელმაც საქართველოს მყიფე დაცვით ისარგებლა და 5 სექტემბერს 4:0 მოიგო.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვილი სინიოლმა „ჯვაროსნების“ სათავეში მოსვლისას თქვა, რომ მის გუნდს „არ ექნება შანსი, თუ არ გარისკავს“. ჯერჯერობით, ამ მას შედეგი არ მოჰყოლია. რისკი მხოლოდ ეროვნული ლიგიდან მოთამაშეების დაწინაურება იყო, რომელმაც აშკარად არ გაამართლა – მათი საერთო დონე სანაკრებო მოთხოვნებს ჯერ ვერ აკმაყოფილებს.

ბულგარელი კოლეგის მსგავსად, შემადგენლობას ვილი სანიოლიც შეცვლის, მაგრამ მისი ცვლილებები არაპროგნოზირებადია. ამიტომ წინასწარ საქართველოს ნაკრების სასტარტო თერთმეტეულის გამოცნობა შეუძლებელია.

ვიცით მხოლოდ ის, რომ გუნდს ვერ დაეხმარებიან ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე და ვაკო ყაზაიშვილი.

 

ისტორია

ბულგარეთის ნაკრებთან სულ ხუთი მატჩი გვაქვს გამართული, საიდანაც ყველაზე დასამახსოვრებელი 1995 წლის შეხვედრა იყო – წინა წლის მუნდიალის მეოთხეადგილოსან ბულგარეთს საქართველომ 2:1 მოუგო. ეს არის ერთადერთი ქართული გამარჯვება ბულგარეთი – საქართველოს სანაკრებო დაპირისპირებებიდან.

ევრო 1996 – საკვალიფიკაციო

სოფია. 12 ოქტომბერი, 1994. „ვასილ ლევსკი“. 48000 მაყურებელი

ბულგარეთი-საქართველო 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კოსტადინოვი (55), 2:0 კოსტადინოვი (62).

ბულგარეთი: პოპოვი, კირიაკოვი, ტ. ივანოვი, ცვეტანოვი, ხუბჩევი, იანკოვი, ბორიმიროვი (ემილ კოსტადინოვი, 54), სტოიჩკოვი (კაპ), ლეჩკოვი, სირაკოვი (ლუბოსლავ პენევი, 69), ბალაკოვი.

საქართველო: დევაძე, ზ. რევიშვილი, ცხადაძე (კაპ), შელია, ჩიხრაძე, კუდინოვი, ნემსაძე (ინალიშვილი, 71), გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ქინქლაძე, შ. არველაძე (გურული, 77).

გაფრთხილებები: კუდინოვი (6), ცხადაძე (31), იანკოვი (73).

მსაჯი: ლადისლავ გადოში(სლოვაკეთი).

ევრო 1996 – საკვალიფიკაციო

ბილისი. 11 ოქტომბერი, 1995. ეროვნული სტადიონი. 45000 მაყურებელი

საქართველო – ბულგარეთი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 შ. არველაძე (1), 2:0 ქინქლაძე (48, პენ.), სტოიჩკოვი (87).

საქართველო: ზოიძე, ღუდუშაური (ბერაძე, 83), კუდინოვი, შელია (კაპ), ჩიხრაძე, ნემსაძე, გოგიჩაიშვილი, ჯამარაული (გ. კილასონია, 75), ა. არველაძე (ყაველაშვილი, 46), ქინქლაძე, შ. არველაძე.

ბულგარეთი: მიხაილოვი (კაპ), კირიაკოვი, ტ. ივანოვი (ჩომაკოვი, 57), ცვეტანოვი, იანკოვი, სირაკოვი (ბორიმიროვი, 51), ე. კოსტადინოვი, სტოიჩკოვი, ლეჩკოვი, ლ. პენევი, ბალაკოვი.

გაფრთხილებები: ნემსაძე (27), გოგიჩაიშვილი (44), მიხაილოვი (47), შელია (61).

მსაჯი: ურს მაიერი (შვეიცარია).

 

ამხანაგური მატჩი

სოფია. 12 ნოემბერი, 2005. „ვასილ ლევსკი“. 1500 მაყურებელი.

ბულგარეთი – საქართველო 6:2 (3:0)

გოლები: 1:0 იანკოვი (2), 2:0 იანკოვი (28), 3:0 ბერბატოვი (38), 4:0 ბერბატოვი (47), 5:0 ტოდოროვი (65), 5:1 ჯაკობია (84), 5:2 გოგუა (89), 6:2 ტოდოროვი (90, პენ.).

ბულგარეთი: კოლევი (ლინკოვი, 68), კარასლავოვი, ტუნჩევი (ვალკანოვი, 57), ბოჟკოვი, დომაკინოვი, იანკოვი, გეორგიევი (კარაჯინოვი, 57), მ. პეტროვი (ილიევი, 37), ს. პეტროვი (ლაზაროვი, 54), ბერბატოვი (გენკოვი, 66), ბოჟინოვი (ს. ტოდოროვი, 56).

საქართველო: ნ. რევიშვილი (სტურუა, 68), მჟავანაძე (გოგუა, 46), ხიზანიშვილი, კალაძე (კაპ), სალუქვაძე, კობიაშვილი, კანკავა, მუჯირი (იაშვილი, 46), განუგრავა (კანდელაკი, 65), დემეტრაძე (აშვეთია, 55), შ. არველაძე (ჯაკობია, 68).

გაფრთხილებები: ბერბატოვი (44), მუჯირი (44).

მსაჯი: მ. კარაჯიჩი (სერბეთი).

 

მუნდიალი 2010 – საკვალიფიკაციო

თბილისი. 15 ოქტომბერი, 2008. „ბორის პაიჭაძე“. 35250 მაყურებელი

საქართველო – ბულგარეთი 0:0

საქართველო: ლომაია, უ. ლობჟანიძე, კვახაძე, სალუქვაძე, შაშიაშვილი, რაზმაძე, მენთეშაშვილი, კობიაშვილი (კაპ), იაშვილი (მერებაშვილი, 71), ბ. გოცირიძე (ოდიკაძე, 84), მჭედლიძე (სირაძე, 32).

ბულგარეთი: პეტკოვი, ტუნჩევი, ილიევი, დიმიტროვი (რანგელოვი, 73), იანკოვი (ანგელოვი, 56), ბერბატოვი (კაპ), სტილიან პეტროვი, გეორგიევი, მილანოვი, მარტინ პეტროვი (პოპოვი, 29), ივანოვი.

გაფრთხილებები: ს. პეტროვი (45+1), რაზმაძე (69), ტუნჩევი (76), შაშიაშვილი (80).

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

მუნდიალი 2010 – საკვალიფიკაციო

სოფია. 14 ოქტომბერი, 2009. „ვასილ ლევსკი“. 700 მაყურებელი

ბულგარეთი – საქართველო 6:2 (6:1)

გოლები: 1:0 ბერბატოვი (6), 2:0 მ.პეტროვი (14), 3:0 ბერბატოვი (23), 4:0 ანგელოვი (31), 4:1 დვალიშვილი (34), 5:1 ბერბატოვი (35), 6:1 მ. პეტროვი(44), 6:2 კობიაშვილი (51, პენ.).

ბულგარეთი: ნიკოლაი მიხაილოვი, კოსტადინ სტოიანოვი (ბანდალოვსკი, 46), ნიკოლოვი, ივანოვი, მინევი, იანევი, ანგელოვი (ბოჟინოვი, 78), გეორგიევი, რანგელოვი (ივან სტოიანოვი, 64), მარტინ პეტროვი, ბერბატოვი (კაპ).

საქართველო: ლომაია (მამალაძე, 29), უ. ლობჟანიძე, კალაძე (კაპ), ხიზანიშვილი, სანაია (მერებაშვილი, 78), ხმალაძე, კობიაშვილი, რაზმაძე, ყენია (ოდიკაძე, 88), დვალიშვილი, იაშვილი.

გაფრთხილებები: ყენია (12), ხმალაძე (33, 56), ბანდალოვსკი (87).

გაძევება: ხმალაძე (56).

მსაჯები: კრისტინ იაკობსონი (ისლანდია).