ბულგარეთი საგანგებო მდგომარეობას 15 ივლისამდე ახანგრძლივებს
ბულგარეთი საგანგებო მდგომარეობას 15 ივლისამდე ახანგრძლივებს

ბულგარეთი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას 15 ივლისამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბულგარეთში, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა ივნისის დასაწყისში დაიწყო, თუმცა გასულ კვირას ქვეყანაში რეკორდულად მაღალი, 606 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბულგარეთში „კოვიდ -19“-ის 4 114 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 208 ადამიანი.