ბულგარელი მცველი - შოკირებული ვიყავით, მაგრამ საქართველოსთან კაცურად ვიბრძოდით #1TVSPORT
ბულგარელი მცველი - შოკირებული ვიყავით, მაგრამ საქართველოსთან კაცურად ვიბრძოდით #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრების მარცხენა მცველი, ანტონ ნედიალკოვი კმაყოფილია, რომ საქართველოსთან გასვლითი მატჩი ფრედ დასრულდა. მისი აზრით, გუნდის თავგანწირული თამაში დასაფასებელია.

„მთელი შეკრება რთული იყო. ბიჭების ნაწილი კლუბში არ თამაშობს, ზოგი ტრავმირებული იყო და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გახარებული ვარ, რომ დღეს კაცურად ვითამაშეთ. მე მართლა ბედნიერი ვარ“, – ამბობს ნედიალკოვი.

მისი თქმით, ავარიაში ტოდორ ნედელევის დაზიანებამ მათზე ცუდად იმოქმედა: 

„ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. თუმცა პროფესიონალები ვართ და ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. დღეს ტოშკო ნედელევისთვის ვითამაშეთ, თანაც ისე ვითამაშეთ, თითქოს მოედანზე ბოლოჯერ გავდიოდით. იმედია, მომავალშიც ასე ვიქნებით“.

ნედიალკოვს მიაჩნია, რომ გუნდის ახალგაზრდა წევრებს მეტი მოეთხოვებათ: 

„ახალგაზრდებმა უნდა გაიგონ, რომ ნაკრებში ყველაფერი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. იმედი მაქვს, მომავალ მატჩებში გამოავლენენ საკუთარ კლასს და უკეთეს შედეგს მივაღწევთ“.