ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 2 500 კვ.მ. ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.

თბილისის მერიის ცნობით, სკვერში მოეწყობა ლედ განათების სისტემა, განახლდება შადრევანი, ჭადრაკის სივრცე, ფილები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი. აგრეთვე, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტი დაფინანსებულია 871 141 ლარით.