ბუკაიო საკა - იმედი მაქვს, ეს ლამაზი ისტორია ბუდაპეშტში კარგად დასრულდება #1TVSPORT
„არსენალსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ინგლისელებმა „ემირეითს სთედიუმზე“ ჩასული ესპანელები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ორი მატჩის ჯამში კი გუნდებს შორის 2:1 დაფიქსირდა, რის შედეგადაც, 20 წლის შემდეგ, „არსენალმა“ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა
მატჩის ბედი 44-ე წუთზე ინგლისელთა ფორვარდის, ბუკაიო საკას გოლმა გადაწყვიტა, რომლითვისაც ეს 81-ე გოლი იყო ამ კლუბის მაისურით.
ფეხბურთელმა წარმატებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა და თავისი ემოციები გაგვიზიარა.
„უბრალოდ უნდა ნახოთ, რას ნიშნავს ჩვენთვისა და გულშემატკივრისთვის ეს გამარჯვება. დიდება ღმერთს, ახლა ფინალში ვართ და იმედი მაქვს, ეს ლამაზი ისტორია ბუდაპეშტში კარგად დასრულდება.
იცით, ეს თამაში უდიდესი წნეხის ქვეშ მიმდინარეობდა, რადგან ორივე მხარისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. მოვახერხეთ ამ ყველაფრის მართვა და ფინალში გავედით.
უდიდესია გულშემატკივრის როლი, რომელთა მხარდაჭერა თამაშამდე, ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენით, როდესაც ავტობუსით მოვდიოდით, მსგავსი არაფერი მინახავს. საოცარი იყო. მათ მოგვცეს ძალა და ახლა გამარჯვებას ერთად აღვნიშნავთ“, – ამბობს ბუკაიო საკა.
მან საკუთარ გოლზეც ისაუბრა.
„იმ სიტუაციაში ბრძოლაში ბოლომდე დავჩი. ხან გიმართლებს, ხან არა, მაგრამ მთავარია, საჭირო დროს საჭირო ადგილას იყო. მე იქ აღმოვჩნდი და გოლიც გავიტანე“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.
ჟურნალისტის დასმულ კითხავზე, რომელიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეხებოდა, მან ასე უპასუხა:
„შეუძლებელია, ასეთ პოზიციაში იყო და ზეწოლას არ გრძნობდე.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ, პარალელურად, პრემიერლიგის ჩემპიონობისთის ვიბრძვით და არაფერია გასაკვირი, რომ ხალხი ჩვენზე ბევრს საუბრობს და ბევრსაც გვაკრიტიკებს.
თუმცა ეს ყველაფერი უნდა დააიგნორო და ბოლომდე საქმეზე კონცენტრირდე. ჩვენც სწორედ ასე მოვიქეცით და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ“.