ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა საკუთარი საფეხბურთო აკადემია გახსნა, სადაც ბავშვებს მეკარეობას შეასწავლიან.
„ბუფონის საფეხბურთო აკადემია იმისთვის შეიქმნა, რომ 8-16 წლის ბიჭებსა და გოგონებს შესთავაზოს სპეციალიზებული კურსი, რომელიც მიმართულია ტექნიკური თვისებების განვითარებაზე მათთვის, ვინც ოცნებობს მომავალზე საფეხბურთო სამყაროში.
ყოველთვის მჯეროდა ვარჯიშების მნიშვნელობის, მით უმეტეს თითოეული ჩვენგანისთვის ამ რთულ პერიოდში. ეს არის ვარჯიშების ინდივიდუალური პროგრამის სრული კომპლექსი, რომელიც შექმნილია სპეციალურად მეკარეებისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ უკვე ივნისში მეცადინეობის დაწყებას, მაგრამ ცხადია, რომ სტარტი დამოკიდებულია კორონავისუსის სიტუაციაზე“, – დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ბუფონმა.