ბუფონმა ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა
ბუფონმა ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის ჯიჯი ბუფონის გამოძახებას აპირებს. „იუვენტუსის“ ლეგენდამ ამის შესახებ „ჩენელ 5“-თან (Channel 5) ისაუბრა.

„მჯერა, რომ ჩემი ნაკრებში ყოფნა არაფრის მომტანი იქნება. იტალიის ეროვნულ გუნდში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ახალგაზრდა ფეხბურთელები კარგად გამოიყურებიან და თავიანთ მოვალეობას მშვენივრად ასრულებენ. ამ ეტაპზე დონარუმა ყველაზე კარგად ასპარეზობს. მის შემდეგ მერეტი და სირიგუ მოდიან. მართალია, სირიგუ ისეთი ახალგაზრდა აღარაა, მაგრამ მას ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა. კიდევ არიან კარგი მეკარეები, ამიტომ მეკარის პრობლემა იტალიას არ გააჩნია“ – დაასრულა ბუფონმა.