ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის შესაძლო დასრულების თემას შეეხო.
„ჩემი აზრით, კარიერას 2023 წლის ივნისში დავასრულებ. ეს უკიდურესი თარიღია, მაგრამ ასევე შესაძლებელია თამაში ოთხი თვის შემდეგ დავამთავრო. მივხვდი, რომ ცხოვრებაში არაფერი არ არის წინასწარ განსაზღვრული, თუმცა, არასოდეს მიფიქრია, რომ ასე დიდხანს ვითამაშებდი.
როცა ცოლთან და ბავშვებთან ერთად ვარ, ცხოვრებაში სხვა არაფერი მინდა. კორონავირუსს იზოლაციის პირველი თვე ჩემთვის საოცარი აღმოჩნდა. პირველად შევძელი მთელი დღის გატარება ოჯახის წევრებთან ერთად. მაგრამ შემდეგ ეს დამღლელი აღმოჩნდა. სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობდი მათზე, ვინც პანდემიის გამო გარდაიცვალა. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი კარგად მქონდა, რადგან ერთი და იგივე არ არის დიდ სახლში და სავსე პატარა ბინაში ყოფნა“, – თქვა ბუფონმა.