ტურინის „იუვენტუსის“ ექს-გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა „ბი-თი სპორტთან“ (BT Sport) ინტერვიუში ძველი დრო გაიხსენა და იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელმაც საბოლოო ჯამში, მას დიდი წარმატება მოუტანა.
ლეგენდარულ იტალიეილს კარიერის საწყის ეტაპზე შემოთავაზებები რამდენიმე კლუბისგან ჰქონდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ტურინში დარჩენა გადაწყვიტა.
„დიდი ხნის წინ მანჩესტერ „სიტის“ შემოთავაზება უარი ვთქვი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ერთადერთი სურვილი ტურინის „იუვენტუსში“ თამაში იყო. რაც შეეხება „იუნაიტედს“, ჯერ კიდევ „პარმაში“ ყოფნისას ვიცოდი, რომ ისინი მაკვირდებოდნენ, თუმცა იტალიის დატოვება არ მსურდა“, – განაცხადა ჯიჯიმ.