ბუფონი პარი სენ-ჟერმენთან ახალ კონტრაქტს აფორმებს
ბუფონი პარი სენ-ჟერმენთან ახალ კონტრაქტს აფორმებს

პარი სენ-ჟერმენის იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ახლოს არის პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებასთან. ი-ეს-პი-ენის (ESPN) ინფორმაციით, იტალიელი ხელს მოაწერს კონტრაქტს 1+1 სქემით. მას მოემატება ხელფასი და ასევე მიიღებს ბევრ დამატებით ბონუსს.

„ყოველთვის კარგია გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანი, როგორიც ჯიჯია. ის დიადი პიროვნებაა, ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის და პარტნიორებისთვის. ის არასოდეს იტყუება და ყოველთვის საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს საკუთარ თავს. ყველა კარგად გრძნობს თავს მის გვერდით, მათ შორის მეც. თუ ის დარჩება, ეს იქნება ძალიან სასარგებლო ჩემთვის“, – განაცხადა პარი სენ-ჟერმენის მეორე მეკარე ალფონს არეოლამ.