ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც იტალიის ნაკრების დელეგაციის წევრი იყო ევრო 2024-ზე, დააწინაურეს, – წერს ინტერნეტგვერდი Calciomercato.com-ი.
გერმანიაში გამართულ ტურნირზე ბუფონი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. ეს ფუნქცია ყოფილ ფეხბურთელს არანაირ უფლებამოსილებას არ ანიჭებდა. ახლა კი ბუფონი სპორტული დირექტორი იქნება როგორც ეროვნულ გუნდში, ასევე იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბუფონმა შეიძლება დატოვოს იტალიის ნაკრები ევრო 2024-ზე წარუმატებლობის შემდეგ. იტალიელებმა მერვედფინალამდე მიაღწიეს და იქ შვეიცარიასთან წააგეს (0:2).