ბუფონი ისევ „იუვენტუსის“ მეკარეა
ბუფონი ისევ „იუვენტუსის“ მეკარეა

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ, 41 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა იტალიის ჩემპიონთან. ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

„იუვენტუსში“ ბუფონი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. შარშანდელი სეზონი მან „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში გაატარა, სადაც სწორედ ტურინული კლუბიდან გადავიდა 2018 წელს.

ბუფონს „იუვენტუსში“ 17 წელი აქვს გატარებული. ამ დროის განმავლობაში, მას საკლუბო დონეზე 656 მატჩი დაუგროვდა. ტურინელებთან ერთად, ჯიჯის 11-ჯერ აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი, ოთხჯერ იტალიის თასი, ხუთჯერ იტალიის სუპერთასი. მას სამჯერ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ფინალში.