ბუფალოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში სროლას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა
ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, სუპერმარკეტში სროლას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. „ესოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ქალაქ ბუფალოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევიდა და მომხმარებლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი მსხვერპლი ყოფილი პოლიციელია, რომელიც სუპერმარკეტში უსაფრთხოების თანამშრომლად მუშაობდა.