ბუენოს აირესში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს
ბუენოს აირესში პოლიციასა და არგენტინის ეროვნული კონგრესის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დემონსტრანტები პოლიციის მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ისროდნენ.
აქციაზე რამდენიმე ადამიანი და პოლიციელი დაშავდა.15 ადამიანი კი დააკავეს.
კონგრესთან მიმდინარე მოვლენებს ადგილობრივი მედია ბრძოლის ველს ადარებდა.
მომიტინგეები არგენტინის კონგრესის მიერ კანონის მიღებას აპროტესტებენ. რეფორმა მოიცავს საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის გამოცხადებას, პენსიების შემცირებასა და შრომის უფლებების შემცირებას. კანონს ეწინააღმდეგებიან მემარცხენე პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები და სოციალური ორგანიზაციები. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ეს კანონი გავლენას იქონიებს ნებისმიერ ადამიანზე.