ბუენოს აირესში კარანტინის რეჟიმი 17 ივლისამდე გახანგრძლივდება
ბუენოს აირესში კარანტინის რეჟიმი 17 ივლისამდე გახანგრძლივდება

არგენტინის მთავრობა ქვეყნის დედაქალაქ ბუენოს აირესში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ კარანტინს პირველი ივლისიდან 17 ივლისამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის წესები გამკაცრდება. ამის მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატებაა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე არგენტინაში „კოვიდ-19“-ის 50 000 ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულია 1 500 ადამიანი.