ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „უნიონი“ დაამარცხა და ბუნდესლიგის პლეი აუტში თამაში გარანტირებული აქვს #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „უნიონი“ დაამარცხა და ბუნდესლიგის პლეი აუტში თამაში გარანტირებული აქვს #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის ბუნდესლიგის გასვლით მატჩში ბერლინის „უნიონი“ 3:0 დაამარცხა და, მინიმუმ, პლე აუტში თამაშის უფლება მოიპოვა.

სეზონის ბოლოსწინა, 33-ე ტურის შეხვედრა „ჰაიდენჰაიმმა“ დამაჯერებლად ჩაატარა და ანგარიში პირველ ტაიმში, 33-ე წუთზე ანდრია ბეკის გოლით გახსნა. მეორე ტაიმში ქართველის გუნდმა თამაში კიდევ უფრო დამაჯერებლად გააგრძელა და უპირატესობა გაზარდა.

56-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა იან შოპნერმა დააგვირგვინა, ხოლო 73-ე წუთზე ბეკმა დუბლი შეასრულა და მასპინძელ გუნდს მატჩის გადარჩენის შანსი საბოლოოდ წაართვა.

ბუდუ ზივზივაძე მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ჰაიდენჰაიმს“ 29 ქულა აქვს და მე-16 ადგილი უკვე გარანტირებული აქვს, რაც პლეი აუტში მონაწილეობის უფლებას იძლევა. თუმცა ბოლო ტურში სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში მას „სანკტ-პაულის“ (31 ქულა) გადასწრებისა და ბუნდესლიგაში ადგილის პირდაპირი გზით შენარჩუნების შანსი ეძლევა.