ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ სეზონი მარცხით დაიწყო #1TVSPORT

20:10, 23.08.2025

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ახალი სეზონი დაიწყო. გუნდი გერმანიის ბუნდესლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 71 წუთი დაჰყო. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – მე-20 წუთზე „ჰაიდენჰაიმის“ კარი სკოვ ოლსენმა აიღო. 29-ე წუთზე სკიენზამ „ვოლფსბურგს“ გაუტანა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს – 66-ე წუთზე სვანბერგმა შეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა, ხოლო 87-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ამურამ დააფიქსირა.

მსგავსი