ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმისა“ და „ელვერსბერგის“ პირველი შეხვედრა გერმანიის ბუნდესლიგის პლეი ოფში ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმისა“ და „ელვერსბერგის“ პირველი შეხვედრა გერმანიის ბუნდესლიგის პლეი ოფში ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში „ელვერსბერგს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ბუნდესლიგის აუტსაიდერს მეორელიგელმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია – სტუმრებმა პირველ ტაიმში კომფორტული ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მე-18 წუთზე ანგარიში ლუკას პეტკოვმა გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე ფისნიკ ასლანმა სხვაობა გაზარდა.

მიუხედავად რთული მდგომარეობისა, „ჰაიდენჰაიმმა“ ბრძოლა არ შეწყვიტა და წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე ტიმ სირსლებენმა გაიტანა, ორ წუთში კი მატიას ჰონსაკმა ანგარიში გაათანაბრა.

ბუდუ ზივზივაძე მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მოედანზე გამოჩნდა და აქტიური იყო. ერთ ეპიზოდში მან თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, გარდა ამისა, თავადაც ორჯერ ჰქონდა გოლის გატანის შანსი.

განმეორებითი მატჩი 26 მაისს გაიმართება, სადაც „ჰაიდენჰაიმი“ „ელვერსბერგს“ სტუმრად დაუპირისპირდება და სწორედ იქ გაირკვევა, ვინ ითამაშებს მომავალ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში.