ბუდუ ზივზივაძემ სეზონი გოლით გახსნა – გიორგი ქვილითაიას დებიუტი გადაიდო #1TVSPORT

17:03, 08.08.2026

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი დაიწყო.

გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილი“ „დარმშტადტს“ ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა. ახალ გუნდში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დებიუტი გადაიდო, რადგან მცირე ტრავმის გამო მოედანზე ვერ გავიდა.

ბუდუ ზივზივაძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში, რომელმაც „ოსნაბრუკი“ მიიღო და 4:3 სძლია. სეზონის პირველი გოლი მე-10 წუთზე ქართველმა ფორვარდმა გაიტანა. ექვს წუთში ბუდუმ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირეს და გოლი არ ჩაუთვალეს.

მეორე ტურში „კილი“ 14 აგვისტოს „სენტ-პაულს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ 15 აგვისტოს სტუმრად ბერლინის „ჰერტას“ შეხვდება.

მსგავსი