ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა - „ჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT
შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ბუდუ ზივზივაძემ კვლავ გაიტანა გერმანიის ბუნდესლიგაში და „ჰაიდენჰაიმს“ უშუალო კონკურენტთან, „ზანქტ პაულისთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 2:0.
გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის საშინაო შეხვედრაში „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. იგი მხოლოდ მატჩის ბოლოსკენ (90+2) შეცვალეს. ზივზივაძემ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა – ქართველმა თავდამსხმელმა დამატებაზე მეკარეს აჯობა. 82-ე წუთზე კი თავი ერენ დინკჩიმ გამოიჩინა.
„ჰაიდენჰაიმმა“ 31 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა. ზივზივაძემ კი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა – მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ოთხი გოლია.