ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა და „ჰაიდენჰაიმს“ ბილეფელდში „არმინიასთან“, ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მე-6 ტურის დაპირისპირებაში „ჰაიდენჰაიმის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, 86 წუთი ითამაშა და მაღალი შეფასება, 7.4 ქულა მიიღო. 30-ე წუთზე ზივზივაძემ სტუმართა სასარგებლოდ დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა პენალტი თავად მოიპოვა.
მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმმა“ 13 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე დაწინაურდა. ბუდუ ზივზივაძემ კი განვლილ 5 შეხვედრაში (მან წინა ტური გამოტოვა) თავის აქტივში 3 გოლი ჩაიწერა.