ბუდუ ზივზივაძემ დაადასტურა - „ფეჰერვარი“ დავტოვე და „უიპეშტში“ ვითამაშებ #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ დაადასტურა - „ფეჰერვარი“ დავტოვე და „უიპეშტში“ ვითამაშებ #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურად დაადასტურა, რომ კლუბს იცვლის და კარიერას ბუდაპეშტის „უიპეშტში“ გააგრძელებს.

„დღეს მივდივარ ბუდაპეშტში, სადაც „უიპეშტს“ შევუთანხმდი და კონტრაქტს მოვაწერ ხელს. იჯარა სეზონის ბოლომდეა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბუდუ ზივზივაძემ.

უნგრული გამოცემა nemzetisport-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ახალმა კლუბმა ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებაც მიიღო:

უიპეშტი“ „ფეჰერვარის“ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს შეუთანხმდა და ქართველი თავდამსხმელის იჯარაზე უკვე კლუბებიც ოფიციალურად შეთანხმდნენ. გარიგების მიხედვით, „უიპეშტი“ იჯარის შემდეგ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერს გამოისყიდის“.

ზივზივაძე „ფეჰერვარში“ 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კლუბში პირველ სეზონზე 9 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონზე კი ტრავმებმა და კორონავირუსმა ფორმიდან ამოაგდო, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ოთხჯერ იყო და ამიტომ დაუგროვდა 2 მატჩში 2 გოლი.

უიპეშტშიზივზივაძეს საქართველოს ნაკრების კანდიდატი – გიორგი ბერიძე დახვდება, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მისი თქმით, ბერიძესთან ერთად თამაშის სურვილიც იყო მიზეზი, რის გამოც „უიპეშტში“ გადასვლა გადაწყვიტა:

„გავლენა გიორგის ფაქტორმაც იქონია. მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ვითამაშებ. შევეცდებით კარგი დუეტი შევქმნათ და გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ“.