ბუდუ ზივზივაძე „ჩაკფოციმ“ უნგრეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის საუკეთესო მოთამაშეებში დაასახელა - უნგრულმა სპორტულმა გამოცემამ სია პირველი წრის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა
„მეზოკოვეშდის“ 25 წლის ქართველი თავდამსხმელი პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა, მაგრამ გამოცემა „ჩაკფოციმ“ („მხოლოდ ფეხბურთი“) სია სამატჩო განაცხადის მსგავსად შეადგინა და შვიდი სათადარიგო ფეხბურთელიც დაასახელა.
ბუდუ ზივზივაძე „მეზოკოვეშდში“ ზაფხულში გადავიდა და იოლად შეეწყო გუნდს – ქართველი მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში გატანილი ექვსი გოლით გუნდის საუკეთესო მეგოლეა, ხოლო უნგრეთის ჩემპიონატის ბომბარდირს, „უეპეშტის“ თავდამსხმელ რობერტ ფეზეცინს, მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება.