პორტუგალიის პოლიციაში აცხადებენ, რომ უნგრეთის დედაქალაქში დაკავებულ იქნა 30 წლის მამაკაცი, რომელსაც სამი პორტუგალიური კლუბის, „ბენფიკას“, „სპორტინგისა“ და „პორტუს“ წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-თავდასხმაში ედება ბრალი.
დაკავებულის ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა პორტუგალიური გაზეთები აცხადებენ, რომ ეს არის ვინმე რუი პინტუ, რომელიც ბუდაპეშტში ცხოვრობს.
კერძო დოკუმენტები, რომლებშიც დაკავებულმა შეაღწია, შეიცავდა ინფორმაციას მოთამაშეების კონტრაქტების, კლუბების გეგმებისა და საუბრების შესახებ.