ოლიმპიადის საკვალიფიკაციო თავისუფალ ჭიდაობაში - ოთხივე ქართველი მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირმა, სადაც პირველი და მეორე დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლას დაეთმობა.
ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ. ბუდაპეშტში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით გამოდის და ოთხივე მათგანი მეოთხედფინალში იასპარეზებს.
ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ოლიმპიადის საგზურებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.
57 კგ
კვალიფიკაცია
ბექა ბუჯიაშვილი-ვლადიმირ ეგოროვი (ჩ. მაკედონია) 10:0
1/4 ფინალი
ბექა ბუჯიაშვილი-არსენ არუთინიანი (სომხეთი)
65 კგ
კვალიფიკაცია
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი-ვასილ შუპტარი (უკრაინა) 3:1
1/8 ფინალი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი-ილმან მუხტაროვი (საფრანგეთი) 8:2
1/4 ფინალი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი-ვაზგენ ტევანიანი (სომხეთი)
74 კგ
კვალიფიკაცია
ავთანდილ კენჭაძე-დენის პავლოვი (უკრაინა) 14:4
1/8 ფინალი
ავთანდილ კენჭაძე-რაირ ალიხანიანი (სომხეთი) 10:2
1/4 ფინალი
ავთანდილ კენჭაძე-გაორგიოს კუგიუმციდისი (საბერძნეთი)
86 კგ
1/8 ფინალი
სანდრო ამინაშვილი-სებასტიან იეზერჟანსკი (პოლონეთი) 4:2
1/4 ფინალი
სანდრო ამინაშვილი-ბორის მაკოევი (სლოვაკეთი)
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ხოლო ნახევარფინალები 21:00 საათზე გაიმართება. ფინალები და მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლები კი ხვალ, 19 მარტს გაიმართება.