ბუდაპეშტის მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს
უნგრეთის დედაქალაქის, ბუდაპეშტის, მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი გერგეი კარაჩონი ლიდერობს. ის სახელისუფლო კანდიდატს ისცვან ტარლოსს ამარცხებს.
დათვლილია ხმათა 74.4 პროცენტი. მონაცემების მიხედვით, კარაჩონმა მოსახლეობის ხმათა 50.1 პროცენტი მიიღო, მისმა ოპონენტმა კი 44.8 პროცენტი.
ბუდაპეშტის პარალელურად, ოპოზიციის გაერთიანებულმა ძალებმა უნგრეთის 23 ქალაქში გამართული მუნიციპალური არჩევნებიდან 10-ში მოიგეს. 2014 წლის არჩევნებში კი ოპოზიციამ მხოლოდ სამ ქალაქში მოუგო სახელისუფლო კანდიდატს.