ბუდაპეშტის მასტერსზე შავდათუაშვილმა და გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე მასტერსის ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა და სამივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ. 73 კგ-ში ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ლაშა შავდათუაშვილმა თანამემამულე გიორგი ტერაშვილი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუპოვა. შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი, 81 კგ-ში მოასპარეზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ტატო გრიგალაშვილი ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იაპონელ კენია კოჰორას შეხვდა და მეტოქეს ვაზარით სძლია.
ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალია.
ბუდაპეშტის მასტერსზე ხვალ, 6 აგვისტოს რვა ქართველი იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მხოლოდ რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფი სპორტსმენები მონაწილეობენ.
ტურნირის განრიგი:
6 აგვისტო
მამაკაცები – 90 კგ, 100 კგ, +100კგ
ქალები – 78 კგ, +78 კგ.
2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.