ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ფრიდონ გიგანი (73კგ) მედლების მოპოვებას შეეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გრანდ სლემზე ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ) გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა. ტურნირი COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით მიმდინარეობს. ხვალ, გრანდ სლემის დასკვნით დღეს კიდევ სამი ქართველი: ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) იაპარეზებს.