ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას რვა ახალი ნივთიერება დაემატა

18:41, 02.05.2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.

კანონპროექტით ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ემატება რვა ახალი ნივთიერება: 3-მეთოქსიფენციკლიდინი, დიკლაზეპამი, დიფენიდინი, იზოტონიტაზენი, კლონაზოლამი, კუმილ-პეგაკლონი, მდმბ-4ენ-პინაკა და ფლუბრომაზოლამი.

ნებისმიერ ოდენობით მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევს კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მსგავსი