ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

პირველ ოქტომბერს საქართველო, Starring Georgia-ს ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს.

მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე tkt.ge, bsa.ge-ზე, ასევე Super App-ის აპლიკაციაში. მათი ფასი 125 ლარიდან 1 450 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia-ს, „თიბისისა“ და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს: „თიბისი“ მოსწავლის ან სტუდენტის Visa ბარათით გადახდისას Star Ring-ის კატეგორიის ბილეთებზე იმოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება; „თიბისი“ Visa ბარათით გადახდისას ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება; „თიბისი“ კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას ORBIT და VIP კატეგორიის ბილეთებზე – 30%-იანი ფასდაკლება;

ერთ მომხმარებელს ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. tkt.ge-ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვაა შესაძლებელი. მომხმარებელს Super App-ში Star Ring-ისა და ORBIT-ის ბილეთები დახვდება, ხოლო bsa.ge-ზე – მხოლოდ Star Ring-ის. ამასთან, Bsa.ge-ზე არ იმოქმედებს „თიბისის“ ფასდაკლება.

Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. საქართველოს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან. მათ შორისაა: Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, The Killers, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream.

ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.