ბრუნო ფერნანდეშმა პრემიერლიგაში უნიკალური რეკორდი დაამყარა
ბრუნო ფერნანდეშმა პრემიერლიგაში უნიკალური რეკორდი დაამყარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ლეგიონერმა, ბრუნო ფერნანდეშმა ინგლისის ჩემპიონატის უნიკალური რეკორდი დაამყარა.

2020 წელს ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა და მსგავსი შემთხვევა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიას არ ახსოვს.

პრემიერლიგაში 2020 წლის დეკემბრის მონაცემები დააჯამეს, მანჩესტერელთა ნახევარმცველმა კი გამოკითხვის შედეგად, კვლავ საუკეთესო მოთამაშის წოდება დაიმსახურა და სამუდამოდ შევიდა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში.

დატოვე კომენტარი