ბრუნო ფერნანდეშმა ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ბრუნო ფერნანდეშმა ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის 2025/2026 წლის სეზონის დასკვნით შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გასვლით მატჩში „ბრაიტონი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ეს დაპირისპირება განსაკუთრებული აღმოჩნდა ბრუნო ფერნანდეშისთვის. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა მიითვალა და პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა – ის პირველი მოთამაშეა ტურნირის ისტორიაში, რომლის ანგარიშზეც 21 ასისტია ერთი სეზონის მანძილზე. საგოლე პასის გარდა, ფერნანდეშმა თავადაც მოახერხა მეტოქის კარის აღება. საბოლოოდ, მან სეზონი 9 გოლითა და 21 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

პრემიერლიგის 2025/2026 წლის სეზონის გამარჯვებული 85 ქულით „არსენალი“ გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე, ჩემპიონის გარდა, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ასტონ ვილა“ და „ლივერპული“ ითამაშებენ. ევროპის ლიგაზე „ბორნმუთსა“ და „სანდერლენდს“ ვიხილავთ, ხოლო კოფნერესლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბრაიტონი“ იასპარეზებს.

ინგლისის უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ „ვესტ ჰემი“, „ბარნლი“ და „ვულვზი“, შემდეგ სეზონში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შიდა ჩემპიონატში „ქოვენთრი“, „იფსვიჩი“ და „ჰალ სიტი“ ითამაშებენ.