ბრუნო ფერნანდეშმა „გონიო“ ჩაიბარა, გოცირიძე „კოლხეთში“ იმუშავებს #1TVSPORT

12:46, 01.09.2026

„გონიოს“ მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეში იქნება – საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია „გონიოს“ პრეზიდენტმა, დავით დოლიძემ დაუდასტურა.

მანამდე გუნდს 48 წლის რეზო გოცირიძე ავარჯიშებდა, რომელმაც „გონიოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და ფოთის „კოლხეთში“ გადავიდა.

51 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ლიგა 2-ის „გონიოს“ აკადემიის გენერალური მენეჯერია. ის საფეხბურთო კარიერის 10 წელი „მარიტიმუში“ თამაშობდა და მისი კაპიტანი იყო. ასევე გამოდიოდა „პორტუში“, სადაც პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი და უეფას თასი მოიგო.

მის ანგარიშზე პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 431 მატჩში 41 გოლია.

მსგავსი