ბრუნო ფერნანდეშმა ერთ სეზონში შესრულებული საგოლე გადაცემების რაოდენობით პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „ნოტინგემ ფორესტი“ 3:2 დაამარცხა.
მატჩის 76-ე წუთზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა ისტორიული საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი პასის შემდეგ გოლი ბრაიან ბიუმომ გაიტანა. პორტუგალიელ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში უკვე 20 საგოლე პასი დაუგროვდა, რითაც ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინის შედეგი გაიმეორა ერთ სეზონში დაფიქსირებული ასისტების რაოდენობით.
ბრუნო ფერნანდეშს რეკორდის მოხსნის შანსი პრემიერლიგის 2025/2026 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩში მიეცემა – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 24 მაისს სტუმრად „ბრაიტონს“ შეხვდება.