ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგაში თვის მოთამაშე გახდა

11:53, 17.03.2020

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ინგლისის პრემიერლიგაში თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გულშემატკივართა გამოკითხვაში პორტუგალიელმა, რომელიც იანვარში გადავიდა „იუნაიტედში“, გაუსწრო „ჩელსის“ მცველ მარკოს ალონსოს, „არსენალის“ ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგს, „ევერტონის“ ფორვარდ დომინიკ კალვერტ-ლიუინს, „ვულვერჰემპტონის“ მცველ მეტ დოჰერტისა და „ბარნლის“ მეკარე ნიკ პოუპს.

თებერვალში ფერნანდეშმა სამი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისმა გუნდმა ცხრა შესაძლებლიდან შვიდი ქულა დააგროვა.

მსგავსი